მოგესალმებით BF Markets-ზე („სერვისი“, „ჩვენ“). BF Markets წარმოადგენს სპორტული ბირჟის მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში კოეფიციენტების, ლიკვიდობის, ბაზრის სიღრმისა და სხვა ანალიტიკური მონაცემების მონიტორინგსა და ვიზუალიზაციას.
🔹 მფლობელი და ოპერატორი:
BF Markets პლატფორმა შექმნილია, ეკუთვნის და იმართება Digital Analytics Group LLC-ის მიერ.
https://digitalanalyticsgroup.com
სერვისზე წვდომით ან მისი გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებს. თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, გთხოვთ, არ გამოიყენოთ სერვისი.
სერვისი განკუთვნილია მხოლოდ 18 (თვრამეტი) წელს გადაცილებული პირებისთვის.
პლატფორმა მომხმარებლებს აწვდის რეალურ დროში კოეფიციენტებს, ლიკვიდობის მონაცემებს, ბაზრის სიღრმის ვიზუალიზაციას, ჩარტებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. პლატფორმაზე განთავსებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის.
ჩვენი სერვისი არ წარმოადგენს ფინანსურ, საინვესტიციო, სავაჭრო ან ფსონების დადების რეკომენდაციას. მომხმარებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება მის პირად შეფასებას და ხორციელდება მისი სრული პასუხისმგებლობით.
სპორტული ბირჟის ტრეიდინგი და ბეთინგი დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებთან და შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური ზარალი. სერვისის გამოყენება სრულად ხდება მომხმარებლის საკუთარი პასუხისმგებლობითა და რისკით.
მომხმარებელი ვალდებულია:
ახალი მომხმარებლები რეგისტრაციისთანავე იღებენ 7-დღიან უფასო საცდელ პერიოდს. აღნიშნულ პერიოდში გადახდა არ არის საჭირო და მომხმარებლის ბარათიდან თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება.
საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, სერვისით სარგებლობის გასაგრძელებლად მომხმარებელმა ხელით უნდა აირჩიოს ერთ-ერთი ფასიანი გამოწერის გეგმა:
პირველი ფასიანი გამოწერის შეძენისას მომხმარებელი თავად ირჩევს, სურს თუ არა ავტომატური განახლების ფუნქციის გააქტიურება. ავტომატური განახლება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აშკარად დაადასტურებს თანხმობას და მონიშნავს შესაბამის ველს („Auto Renewal“ ან „Subscription“).
თუ მომხმარებელი არ გაააქტიურებს ავტომატური განახლების ფუნქციას, გამოწერა ავტომატურად არ განახლდება და მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ, სერვისის გასაგრძელებლად, მომხმარებელმა ხელით უნდა განახორციელოს ახალი გადახდა.
თუ მომხმარებელმა გაააქტიურა ავტომატური განახლების ფუნქცია, გამოწერის ღირებულება ავტომატურად ჩამოიჭრება მის მიერ მითითებული გადახდის საშუალებიდან ყოველი მომდევნო ბილინგის პერიოდის დასაწყისში, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს ავტომატური განახლების ფუნქციას.
ყველა გადახდა საბოლოოა და არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს შეტყობინებას ავტომატური გადახდის თარიღამდე:
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ გამოწერის საფასური, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე. ახალი საფასური ძალაში შევა მომდევნო ბილინგის ციკლიდან.
სააბონენტო საფასურის გადახდა დასაშვებია მხოლოდ იმ პლასტიკური ბარათით, რომელიც რეგისტრირებულია მომხმარებლის სახელზე. პლატფორმა ახორციელებს სახელისა და გვარის ავტომატურ გადამოწმებას, რის გამოც მესამე პირის სახელზე გაცემული ბარათით გადახდა შესაძლოა ტექნიკურად შეიზღუდოს ან შეუძლებელი იყოს.
კატეგორიულად აკრძალულია სხვისი (მესამე პირის) საბანკო ბარათის გამოყენება. თუ ტექნიკური ხარვეზის გამო მაინც განხორციელდა არასანქცირებული ტრანზაქცია, BF Markets იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში, გააუქმოს ტრანზაქცია და დაიწყოს დამატებითი შემოწმების პროცედურები.
სერვისის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გადახდისთვის გამოყენებული ბარათი თქვენი საკუთრებაა და იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი არასანქცირებული ქმედებისთვის.
თუ ავტომატური გადახდა რაიმე ტექნიკური მიზეზით ვერ განხორციელდა, მათ შორის საბანკო შეზღუდვების, ბარათის ვადის გასვლის, არასაკმარისი ნაშთის ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, მომხმარებელი ვალდებულია ხელით განახორციელოს გადახდა, თუ სურს სერვისით სარგებლობის გაგრძელება.
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია და მონაცემები ყოველთვის იქნება 100%-ით ზუსტი, სრული, უწყვეტად ხელმისაწვდომი ან შეცდომებისგან თავისუფალი.
სერვისის ფუნქციონირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მესამე მხარის მომსახურებები, მათ შორის გადახდის პროვაიდერები და მონაცემთა მომწოდებლები. ჩვენ არ ვაგებთ პასუხისმგებლობას ასეთი მესამე პირების მომსახურების ხარისხზე, ხელმისაწვდომობაზე, შეფერხებაზე ან გაუმართაობაზე.
პლატფორმაზე განთავსებული ყველა კონტენტი, მონაცემი, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, ლოგო, სავაჭრო ნიშანი და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ეკუთვნის BF Markets-ს ან გამოიყენება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი მასალის კოპირება, გავრცელება, გადაცემა, მოდიფიცირება, გამოქვეყნება ან კომერციული გამოყენება.
BF Markets არ იღებს პასუხისმგებლობას:
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დროებით შევაჩეროთ, შევცვალოთ, განვაახლოთ ან შევწყვიტოთ სერვისის ნებისმიერი ნაწილი.
ჩვენ შეგვიძლია დროებით შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან სამუდამოდ დავბლოკოთ მომხმარებლის ანგარიში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხმარებელმა დაარღვია წინამდებარე წესები, მოქმედი კანონმდებლობა ან განახორციელა თაღლითური, არასანქცირებული ან პლატფორმისთვის საზიანო ქმედება.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის ან კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მომხმარებლისგან მოვითხოვოთ დამატებითი საიდენტიფიკაციო ან დამადასტურებელი დოკუმენტები.
წინამდებარე მომსახურების წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე მომსახურების წესები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე და, თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ძალაში შევა გამოქვეყნების მომენტიდან.